ჩვენი მისია

"ფლანგვის დეტექტორი" არის არასამთავრობო ორგანიზაცია "მმართველობის მონიტორინგის ცენტრის" ინოვაციური მედიაპროექტი, რომლის ძირითად მიზანსაც საბიუჯეტო ორგანიზაციების ხარჯების მონიტორინგი და მიზნობრიობის დადგენა წარმოადგენს.

 

ჩვენი გუნდი

ზაზა აბაშიძე - პროექტის დირექტორი

ზაზა აბაშიძე ჟურნალისტი და მკლევარია, რომელიც სხვადასხვა პერიოდში თანამშრომლობდა ისეთ სააგენტოებთან, როგორიცაა Forbes Georgia, Agence France Presse (AFP), Factcheck და სხვა. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი

შოთა დიღმელაშვილი - მთავარი რედაქტორი

შოთა დიღმელაშვილი ჟურნალი Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი და Business Media Georgia-ს ბიზნესისა და ეკონომიკის მიმომხილველია. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა საერთაშორისო კომპანიების ბიუჯეტირებისა და მარკეტინგის დეპარტამენტებში

გოგი ზოიძე - პროექტის კოორდინატორი

გოგი ზოიძე საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) პროექტების კოორდინატორი და უმცროსი მკვლევარია. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევრაზიისა და კავკასიის კვლევების პროგრამის მაგისტრი

ირაკლი დათუნაშვილი - მედიაკომუნიკაციების მენეჯერი

ირაკლი დათუნაშვილი არის საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის, JAMnews-ის ლიტერატურული რედაქტორი. იყო ArtareaTV-ის ბლოგერი და გადაცემის ავტორი

კობა ნადირაძე - ფინანსური მენეჯერი

კობა ნადირაძე არის საბუღალტრო აღრიცხვის, კონტროლისა და აუდიტის სპეციალისტი. მუშობდა ა(ა)იპ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC), ა(ა)იპ პარტნიორობა ადამიანის უფლებეისთვის (PHR) ფინანსურ მენეჯერად

გიორგი ნონიაშვილი - უფროსი მკვლევარი

გიორგი ნონიაშვილი პოლიტიკის და სამართლის მკვლევარია. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრი და პოლიტიკის მეცნიერებების მაგისტრია კავკასიის კვლევების მიმართულებით

ანა აბაშიძე - უფროსი მკვლევარი

ანა აბაშიძე "მმართველობის მონიტორინგის ცენტრის" მკვლევარი, ტაბულას ჟურნალისტი და ჟურნალ Forbes Woman-ის კონტრიბუტორია. მას დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტი

დავით მჟავანაძე - მკვლევარი

დავით მჟავანაძე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი

სალომე კვირიკაშვილი - მკვლევარი

სალომე კვირიკაშვილი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი

ლიზა ქორიძე - მკვლევარი

ლიზა ქორიძე არის არის ილიას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი. ასევე მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" სხვადასხვა პროექტებზე - ძირითადად ბავშვებზე და ქალებზე ძალადობის შემთხვევებზე