2020 წლის განმავლობაში ზესტაფონის საკრებულოში 23 სხდომა გაიმართა, რომელიც 322-ჯერ გააცდინეს საკრებულოს წევრებმ

სალომე კვირიკაშვილი

2020 წლის განმავლობაში ზესტაფონის საკრებულოში 23 სხდომა გაიმართა, რომელიც 322-ჯერ გააცდინეს საკრებულოს წევრებმა, საიდანაც 209 გაცდენის შემთხვევა “ქართული ოცნების” წევრებზე მოდიოდა.

საკრებულო თავმჯდომარემ და მოადგილემ წლის განმავლობაში 15,868 ლარის საწვავი მოიხმარეს

2018-2019 წლებში საკრებულოს წევრებზე 190,700 ლარი ხარჯების დადასტურების გარეშე გაიცა.

ზესტაფონის საკრებულოს დასაფინანსებლად 2020 წლელს ბიუჯეტიდან 681,500 ლარი გამოიყო. დაფინანსების 67%, 459,700 ლარი საკრებულოში დასაქმებული 27 ადამიანის შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა.

საკრებულოს წევრი ძირითად ვალდებულებებს წარმოადგენს: აღმასრულებელი ორგანოსა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, საკრებულოს უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული ყველა საკითხის განხილვა. საკრებულოს წევრი საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს სხდომაზე.

საკრებულოს წევრები, რომლებიც თანამდებობის პირები არიან, იღებენ შრომის ანაზღაურებას. საკრებულოს წევრი, რომელიც არ წარმოადგენს საკრებულოს თანამდებობის პირს კი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, მას შეიძლება აუნაზღაურდეთ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, როგორიცაა, საკრებულოსა და კომისიის სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩეველთან შეხვედრების, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული დავალების შესრულებისათვის საჭირო ხარჯები.

თუმცა მიუხედავად კანონის ჩანაწერისა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები (არათანამდებობის პირები) 2018-2019 წლებში ყოველთვიურად, ფიქსირებულ გასამრჯელოს იღებდნენ.

აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 190,700 ათასი ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.

რაც შეეხება 2020 წელს ზესტაფონის საკრებულო 36 წევრისაგან შედგებოდა. მათგან 30 ქართული ოცნების წარმომადგენელია, 3 - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, 2 - ევროპული საქართველოს, ხოლო საკრებულოს 2 წევრი საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელია. საკრებულოს წევრთა შრომის ანაზღაურებაში საერთო ჯამში 364,400 ლარი დაიხარჯა.

წლის განმავლობაში საკრებულოში 23 სხდომა გაიმართა და საკრებულოს წევრების მიერ სხდომის გაცდენის 322 შემთხვევა დაფიქსირდა.

გაცდენების ყველაზე დიდი რაოდენობა 3 პირს უფიქსირდება, ისინი 23 სხდომიდან 20 სხდომას არ ესწრებოდნენ. 1) ბუბა ნასრაძე, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წევრი 2) მამუკა ჭიჭინაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი 3) გელა კობახიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრი.

პარტიების მიხედვით გაცდენების საერთო მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა. ყველაზე დიდი რადენობით გაცდენები უფიქსირდებათ ქართული ოცნების წევრებს, ჯამში 209 გაცდენა. შემდეგ ადგილს იკავებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 50 გაცდენით, 33 გაცდენის შემთხვევა უფიქსირდება ევროპული საქართველოს წევრებს, ხოლო პარტიოტთა ალიანსის წარმომადგენლებს 30 გაცდენის შემთხვევა.

საკრებულოს თავმჯდომარემ და დამოადგილემ წლის განმავლობაში საწვავის სახით მოიხმარეს 15,868 ლარის ღირებულების 8495 ლიტრი საწვავი.

წყარო

ბიუჯეტი https://bit.ly/3cVfKla

აუდიტის დასკვნა https://bit.ly/3aPbd0K

საკრებულოს პასუხი https://bit.ly/3pp0Bea

რეგიონი გაფლანგულია წელი
იმერეთი