არჩევნებზე პარტიების სარეკლამო ხარჯებმა 6.7 მილიონი ლარი შეადგინა და ამ თანხის 80%-მდე (5.3 მილიონი) “ქართულმა ოცნებამ” დახარჯა.

დავით მჟავანაძე

არჩევნებზე პარტიების სარეკლამო ხარჯებმა 6.7 მილიონი ლარი შეადგინა და ამ თანხის 80%-მდე (5.3 მილიონი) “ქართულმა ოცნებამ” დახარჯა.

სექტემბერში, თბილისში, ქართული ოცნების მაჟორიტარების ხარჯებმა ფეისბუქზე $16,076 შეადგინა, ხოლო ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატებისამ – $1,021;

ქართული ოცნების მაჟორიტარმა ავთანდილ ცინცაძემ, რომელიც საბურთალოზე მეორე ტურში გავიდა, მთავარ კონკურენტზე 28-ჯერ მეტი დახარჯა ფეისბუქრეკლამაში.

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიებმა დაახლოებით 12 მლნ ლარი დახარჯეს, რომლითაც მათი საარჩევნო კამპანიები დაფინანსდა.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კამპანიების დაფინანსების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს პარტიების სარეკლამო ხარჯები – სხვადასხვა მედია საშუალებებში თუ ბილბორდებზე.

თბილისის 10 მაჟორიტარულ ოლქში “ქართულ ოცნებას” ყველგან თავისი კანდიდატი, ხოლო ოპოზიციის ნაწილს სხვადასხვა უბნებში, სხვადასხვა პარტიიდან შერჩეული საერთო მაჟორიტარული კანდიდატები ჰყავდა.

2021 წლის სექტემბრის თვეში (4 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით) ამ კანდიდატებმა ფეისბუქზე რეკლამაში ათასობით დოლარი დახარჯეს, კერძოდ: ქართული ოცნების მაჟორიტარების სარეკლამო ხარჯებმა 16,076 დოლარი შეადგინა, ხოლო ოპოზიციის მაჟორიტარების საერთო ხარჯებმა 1,021 დოლარი.

ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით თბილისის 9 ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვეს მმართველი პარტიის მაჟორიტარებმა და მხოლოდ საბურთალოს ოლქში გაიმართება მეორე ტური, სადაც ერთმანეთს ქართული ოცნებიდან ავთანდილ ცინცაძე, ხოლო ოპოზიციიდან ბორის ყურუა დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია რომ სექტემბრის თვეში ავთანდილ ცინცაძის ფეისბუქ რეკლამების ხარჯებმა 2,833 დოლარი შეადგინა, ხოლო ბორის ყურუას ხარჯებმა 100 დოლარი. ანუ მმართველი პარტიის კანდიდატმა მის ოპონენტზე 28-ჯერ მეტი დახარჯა მხოლოდ ფეისბუქ რეკლამაში.

საერთაშორის გამჭვირვალობის კვლევის თანახმად ამ არჩევნებზე მთლიანად სარეკლამო ხარჯებმა 6,705,488 ლარი შეადგინა, რომლის 79% ( 5.3 მლნ) ქართულმა ოცნებამ დახარჯა.

წყარო:

https://www.facebook.com/ads/library/?active_status=all... - ფეისბუქ რეკლამები

https://www.sao.ge/ka/ - აუდიტის სამსახური

https://gd.ge/candidates - ოცნების მაჟორიტარები

რეგიონი გაფლანგულია წელი