ბათუმში იაპონური ბაღის მოწყობა 125000 დოლარი დაჯდა

რაუფ ჭიჭინაძე

სსიპ „ბათუმის ბულვარს“, 2017 წლის სექტემბერში, ბულვარის ტერიტორიაზე იაპონური ბაღის გაშენება, 125,340 ლარი დაუჯდა (NAT170010076). გამარჯვებული კომპანია შპს „ინტერტექნოლოგი“ იყო (ს/ნ: 205204107). 2020 წლის 9 სექტემბერს კი სსიპ „ბათუმის ბულვარმა“ ამავე ბაღის დეკორატიულ განათებაში, 152,950 ლარი გადაიხადა (NAT200013439), სადაც, უკონკურენტოდ, შპს „განათებამ“ გაიმარჯვა (ს/ნ: 245525873).

შპს „განათების“ 100%-იანი წილის მფლობელი, ნიკოლოზ თოფურიძეა, რომელიც შპს „აჭარგანათების“ დირექტორია. “აჭარგანათება” ძმების საოჯახო ბიზნესია. მის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ძველ კვლევაში შეგიძლიათ იხილოთ, რომლის ბმულიც ამავე კვლევის წყაროებშია.

შპს „განათება“ ამ მომენტისთვის, 72 ელექტრონულ ტენდერშია გამარჯვებული და 18 პირდაპირი შესყიდვა უფიქსირდება, რომელთა საერთო ღირებულება 3,355,251 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 72 ელექტრონული ტენდერიდან, 63 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქვს მოგებული, სადაც, 39 ტენდერში ან უკონკურენტოდ ან დაბალი ფასის შემთავაზებელი კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიპოვა. რამდენიმე ტენდერი მოიცას გარე განათებების მოვლა-ექსპლუატაციის და ტექნიკური მომსახურების სერვისს. სულ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, შპს „განათებას“ 2,065,873 ლარი აქვს აღებული.

დარჩენილი 9 ელექტრონული ტენდერიდან კი, რომელთა შემსყიდველი ქობულეთის მუნიციპალიტი და თვითმართველი ქალაქი ბათუმის მერია იყო, 8 უკონკურენტოდ მოიგო, საერთო ღირებულებით 1,109,335 ლარი.

შპს “აჭარგანათებას”, სადაც, დირექტორი ნიკოლოზ თოფურიძეა, ხოლო, 52%-ს ზოია დოლიძე ფლობს, რომელიც ირაკლისა და ნიკოლოზის დედაა, დღეის მდგომარეობით, 102 მოგებული ტენდერი უფიქსირდება, რომელთა საერთო სახელშეკრულებო ღირებულება 31,483,274 ლარია; ასევე, 3,525,375 ლარის პირდაპირი შესყიდვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 102 ტენდერიდან შპს “აჭარგანათება” 78-ში უკონკურენტო იყო, ხოლო, 14 ტენდერი დაბალი ფასის შემთავაზებელი კომპანიების დილკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.

ორივე კომპანიის მიერ მოგებული ტენდერებისა და პირდაპირი შესყიდვების საერთო სახელშეკრულებო ღირებულება 38,363,900 ლარს შეადგენს.

წყაროები:

განათების პროექტის ფოტო დოკუმენტიდან: https://www.scribd.com/.../%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1...

შპს „განათების“ ტენდერები: https://www.scribd.com/.../%E1%83%A8%E1%83%9E%E1%83%A1...

შპს “აჭაგანათების” ტენდერები: https://www.scribd.com/.../%E1%83%A8%E1%83%9E%E1%83%A1...

ფლანგვის დეტექტორი „აჭარგანათებაზე: https://www.facebook.com/.../a.18875.../2360950864180350/...

შპს „განათება“ ამონაწერი: https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400...[LEguTv6tihxeXvyF3gXqa7vg6x6

შპს „აჭარგანათება“ ამონაწერი: https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400...[kSjQKkRtw[jOxWWYiVi89U9OmdnA7m2oBV

ქალაქ ბათუმის საკრებულო: http://www.batumicc.ge/index.php?l=1&menu=223

რეგიონი გაფლანგულია წელი
აჭარა