"ებოლიამ" მმართველ პარტიას 20 ათასი ლარი შესწირა და 1,2 მილიონის ტენდერები მოიგო

ხატია ნიკოლაიშვილი

მხოლოდ 2 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე, ქართულმა ოცნებამ, შემოწირულობის სახით, ფიზიკური პირებისგან 7,350,505 ლარი, ხოლო კომპანიებისგან 460,500 ლარი მიიღო.

კომპანიებმა, რომლებმაც მმართველ პარტიას თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჯამში 67,000 ლარი შესწირეს, სახელმწიფო შესყიდვებიდან თითქმის 8 მილიონი ლარი მიიღეს.

კომპანიებმა პარტია ქართული ოცნების სასარგებლოდ გაღებული შემოწირულობის დღეს მსხვილი ხელშეკრულებები გააფორმეს სახელმწიფო სტრუქტურებთან.

ერთ-ერთი კომპანია ქართული ოცნების ყოფილ მაღალჩინოსანს, იოსებ მაკრახიძეს ეკუთვნის, რომელმაც 1,173,000 ლარი მხოლოდ ერთ თვეში მიიღო.

2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები მიიღებენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების ფინანსური დეკლარაციები, რომელიც 2021 წლის 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩავთვლით პერიოდს მოიცავს.

პოლიტიკური პარტიები შემოსავლებს სხვადასხვა წყაროებიდან იღებენ, ესენია: კანონით დადგენილ შემთხვევებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, საწევრო შენატანები, შემოწირულებები, სიმბოლიკით დამზადებით და გავრცელებით მიღებული შემოსავალი, ლექციების, გამოფენების და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობით მიღებული შემოსავალი, ასევე საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საგამომცემლო და სხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.

ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გაღებული შემოწირულებები პოლიტიკური პარტიების შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. შესაბამისად, ყოველთვის საყურადღებოა, რა დგას მსგავსი შემოწირულებების უკან და ადგილი ხომ არ აქვს პოლიტიკურ კორუფციას.

პარტიამ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის, 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის პერიოდში, შემოწირულობის სახით ფიზიკური პირებისგან 7,350,505 ლარი, ხოლო კომპანიებისგან 460,500 ლარი მიიღო.

საინტერესოა, რომ რამდენიმე კომპანიის მიერ გაღებული ფულადი შემოწირულობა ემთხევევა იმავე პერიოდში ელექტრონულ ტენდერებში მათ გამარჯვებას და მსხვილი ხელშეკრულებების გაფორმას სახელმწიფო სტრუქტურებთან.

კომპანიებმა რომელთაც მმართველ პარტიას 2021 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვეში 67,000 ლარი, შესწირეს, ამავე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებიდან 7,997,447 ლარი მიიღეს.

შპს იბოლიამ 20, 000 ლარი შესწირა პარტია ქართულ ოცნებას. კომპანიის ერთ-ერთი დირექტორია იოსებ მაკრახიძე, პარლამენტის ყოფილი წევრი ქართული ოცნებიდან. 2021 წელს, მხოლოდ სექტემბრის თვეში კომპანიამ დაახ. 1,173,000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მმართველი პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი უკვე სახელმწიფო ტენდერების მეშვეობით იღებს მსხვილ თანხას ბიუჯეტიდან. იოსებ მაკრახიძემ ასევე პირადად ჯამში 100,000 ლარი შეწირა პარტია ქართულ ოცნებას და სალომე ზურაბიშვილს 2016-2018 წლებში.

შპს შარა გზამშენი-პირველმა 5,000 ლარი შეწირა პარტია ქართულ ოცნებას 2021 წლის 30 აგვისტოს. კომპანიამ ამავე დღეს უკონკურენტოდ მოიგო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი. ხელშეკრულების ღირებულება 266,700 ლარია. შპს შარა გზამშენი-პირველმა მხოლოდ სექტემბრის თვეში ჯამში დაახ. 2,334,000 ლარის ღირებულების ტენდერში გაიმარჯვა. კომპანიამ 2017 წელსაც შეწირა 20,000 ლარი მმართველ პარტიას. შპს შარა გზამშენ-პირველს ჯამში დაახ. 70 მილიონი ლარი აქვს მიღებული სახლემწიფო ბიუჯეტიდან.

წყარო:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/28324?publication=35

დეტალური ინფორმაცია კომპანიებისა და სახ. შეს

ყიდვების შესახებ:

https://www.scribd.com/document

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგი:

https://monitoring.sao.ge/.../Local-self-government...

მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი შპს გოლდ ენდ ბრო-ს შემთხვევაშიც. კომპანიამ 3,500 ლარი შეწირა პარტია ქართულ ოცნებას, 2021 წლის 30 აგვისტოს. კომპანიამ რამდენიმე მსხვილ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. კერძოდ, კომპანიამ 30 აგვისტოს უკონკურენტოდ მოიგო კასპის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი. გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულებაა 122,754.97 ლარი. ასევე, 73,371.22 ლარის ოდენობის ხელშეკრულება გააფორმა ჭიათურის მუნიციპალიტეტთან, სადაც კონკ

ურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა. შპს გოლდ ენდ ბრო-ს 8,313,424,72 ლარი აქვს მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან.

კომპანიამ შპს მშენებელი XXI, პოლიტიკური შემოწირულობის გაღებიდან მეორე დღეს ორ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ოდენობაა 133,796 ლარი. კომპანიას 3 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სახელმწიფო ტენდერების მეშვეობით.

მსხვილი ფულადი შემოწირულებები გაიღეს კომპანიებმა, შპს როსტვერკი (15,000 ლ.) და ფშპს მშენებელი 2012 (15,000 ლ.).

შპს როსტვერკიმ 2021 წლის აგვისტოს ბოლოს, უკონკურენტოდ მოიგო ტენდერი რომლის სავარაუდო ღირებულებაა 686`758 ლარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. კონკურსში გამარჯვებიდან მალევე კომპანიამ 15,000 ლარი შეწირა პარტია ქართულ ოცნებას. რაც შეეხება კომპანიას, მისი დირექტორი და მესაკუთრეა ჯეირან ომანაძე, რომელმაც მმართველ პარტიას 2017-2020 წლებში ჯამში 60,000 ლარი შეწირა. ჯეირან ომანაძე ასევე კომპანია შპს ჯ და ჯ- ს დირექტორი და მეწილეა. შპს როსტვერკი-ს (2,478,044ლ.) და შპს ჯ და ჯ-ს (41,680,807ლ.) ჯამში დაახლოებით 44 მილიონი ლარის ტენდერები აქვთ მოგებული.

კომპანია “შპს მშენებელი 2012” მმართველი პარტიის მხარდამჭერია. კომპანიამ აგვისტოს დასაწყისში 15,000 ლარი გაიღო პარტია ქართული ოცნებისთვის. ამავე თვის ბოლოს კომპანიამ უკონკურენტოდ მოიგო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ელექ. ტენდერი. ხელშეკრულების ღირებულებაა 300,000 ლარი, ხოლო შესყიდვის საგანია- ბორჯომის მუნიციპალიტეტის გზების, ხიდების, კედლების, კიბეების, ფეხით სავალი ნაწილის მოწყობა, მოვლა-შენახვის სამუშაოები. ასევე საინტერესოა, რომ კომპანიამ ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებამდე მოითხოვა ავანსი, რომლის რაოდენობაც 15,000 ლარია, სწორედ ის რაოდენა რაც კომპანიამ პარტიას შეწირა. კომპანიის დირექტორმა ვახტანგ კაპანაძემ 2016 წელს 60, 000 ლარი შეწირა პარტია ქართულ ოცნებას.

სახელმწიფო შესყიდვებში მსხვილი კონტრაქტორია შპს თავადი-I. კომპანიამ სექტემბრის თვეში ჯამში 2 მილიონზე ლარზე მეტი (2,714,895 ლ.) ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა სახელმწიფო სტრუქტურებთან. კომპანიამ 2500 ლარი შეწირა მმართველ პარტიას.

ასევე, უნდა აღვინშნოთ შპს ნიუ ბილდინგი. აგვისტოს თვეში კომპანიამ 4000 ლარი შეწირა ქართულ ოცნებას, ხოლო აგვისტოს ბოლოს (30.08.2021) რამდენიმე მსხვილი ტენდერი მოიგო, რომელთა საერთო ღირებულებაა 192,172 ლარია.

მსგავსი შემთხვევები, როდესაც კომპანიების მიერ მოგებული ტენდერები ემთხვევა მათ მიერ მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაღებულ ფულად შემოწირულობას აჩენს კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კეთლსინსიერად მოხდა კომპანიების მიერ სახ. შესყიდვებში გამარჯვება და ხომ არ ქონდა ადგილი კორუფციულ გარიგებას.

რეგიონი გაფლანგულია წელი