ილია კეჭაყმაძის კომპანიამ 30 მილიონის ტენდერები მოიგო

ანა ნიქაბაძე

186-დან 68 ტენდერში სადაზღვევო კომპანია "უნისონი" უკონკურენტო იყო.

ხშირ შემთხვევაში უნისონის სასარგებლოდ კონკურენტებს შეთავაზების ფასს სადაზღვევო “ქართუ” უკლებდა, ხოლო უნისონი, ქართუზე 1 ლარით ნაკლებს სთავაზობდა და იმარჯვებდა.

ილია კეჭაყმაძის მეუღლემ, მარინა დოლიძე-კეჭაყმაძემ მმართველ პარტიას 60 ათასი ლარი შესწირა.

მარინა დოლიძე-კეჭაყმაძის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილს უკავშირდება კანონიერი ქურდი “რემენას” ქვეყნიდან გაპარვა.

მარინა დოლიძე-კეჭეყმაძე კავშირშია ოზურგეთის საკრებულოს ყოფილ თავჯდომარე გელა კობალაძესთანაც, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზე 2017 წელს დააკავეს.

„ბლექსი არენა ჯორჯია“ სადაზღვევო მომსახურებას „უნისონსგან“ ყიდულობს (NAT200009566). „უნისონის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია კეჭაყმაძე, ამავდროულად, კახა კალაძის შპს „კალა-კაპიტალის“დირექტორიცაა, რომელსაც 2013 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 100% მფლობელი KALA CAPITAL LIMITED იყო. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელიც უკავშირდება კორცხელის ინციდენტს და მათ მონაწილეებს, გიორგი გიგაურსა და ვლადიმირ გეგეშიძეს, 2016 წელს $35,000 გადაურიცხა.

კომპანია „უნისონს“ სულ 273 სახელმწიფო შესყიდვა უფიქსირდება, საიდანაც, 186 ელექტრონული ტენდერია, ხოლო 87 – პირდაპირი შესყიდვა. ტენდერებში გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებამ ჯამში 30,015,861 ლარი შეადგინა.

„უნისონმა“, 186 ელექტრონული ტენდერიდან, 68-ში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ხშირ შემთხვევაში, კონკურენტად სს „დაზღვევის კომპანია ქართუ“ ჰყავდა. ეს უკანასკნელი, კონკურენტ კოპმანიებს მნიშვნელოვნად უგდებდა ფასს, „უნისონი“ კი კიდევ უფრო დაბალ ფასს აწესებდა ვიდრე „დაზღვევის კომპანია ქართუ“, შესაბამისად, ტენდერს „უნისონი“ იგებდა. ფიქსირდება შემთხვევები, სადაც, „უნისონს“ „ქართუზე“ 1 ლარით დაბალი ფასი შეუთავაზებია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია, 2018 წლის 29 მაისს, სს „სადაზღვეო კომპანია უნისონის“ შავ სიაში შეყვანას ითხოვდა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არიდებას ედავებოდა.

ბუნებრივია, რომ სს „დაზღვევის კომპანია ქართუც“ მმართველ პარტიისა და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია: ალა კახნიაური (85,000 ₾), გივი ლებანიძე (171,800₾), გიორგი მიქაბერიძე (87,000₾) და არჩილ მამაცაშვილი (55,600 ₾) – ჯამში 399,400 ლარი.

ილია კეჭაყმაძის მეუღლე, მარინა დოლიძე-კეჭაყმაძეს, „ქართული ოცნებისთვის“, 60,000 ლარის აქვს შეწირული. მარინა დოლიძე-კეჭაყმაძის სახელთანაა დაკავშირებული კანონიერი ქურდის, რომან ბარბაქაძის (რემენას) თბილსის აეროპორტიდან საიდუმლოდ გაყვანის საქმეც. 2014 წელს, კრიმინალური ავტორიტეტი აეროპორტიდან სწორედ მარინე დოლიძე-კეჭაყმაძის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანით გაიყვანეს (ZQZ-222).

ამას გარდა, მარინე დოლიძე-კეჭაყმაძე კავშირშია ოზურგეთის საკრებულოს ყოფილ თავჯდომარე გელა კობალაძესთან, რომელიც 2017 წლის მარტში ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გელა კობალაძის 2014-2017 წლებში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, კობალაძის მეუღლე ელენე ქორიძე და მარინა დოლიძე-ეჭაყმაძე, ქალაქ ოზურგეთში, გურიის ქუჩა N17-ში საერთო ქონებას ფლობენ (ს/ნ: 26.26.48.106)

საკონცერტო დარბაზი „ბლექსი არენა ჯორჯია“, რომლის შენანახვაც სახელმწიფოს წლიურად 1 მილიონი უჯდება, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს 2016 წელს აჩუქა. 2016 წლიდან დღემდე სახლემწიფომ მის მოვლაში 4 მილიონი ლარი გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის შიმშილის გლობალური ინდექსის მიხედვით, 107 განვითარებად ქვეყანას შორის საქართველო 26-ე ადგილზეა.

წყაროები:

სს სადაზღვეო კომპანია უნისონის ტენდერები/პირდაპირები - https://www.scribd.com/.../%E1%83%A1%E1%83%A1-%E1%83%A3...

სს უნისონი vs სს დაზღვევის კომპანია ქართუ - https://www.scribd.com/.../%E1%83%A1%E1%83%A1-%E1%83%A5...

შავ სიაში შეყვანის მოთხოვნა - https://www.scribd.com/.../%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1...

შპს “კალა კაპიტალის“ მფლობელი KALA CAPITAL LIMITED: https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400...

შპს“ კალა კაპიტალი“ ამონაწერი -https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400...[aBVVCzhfvMamXiNFlreHmkoBJnD

კანონიერი ქურდი „რემენას“ ამბავი- http://www.tabula.ge/.../85209-unm-kanonieri-qurdi-kala...

Edit or delete this

რეგიონი გაფლანგულია წელი
აჭარა