ხონში სასაფლაოების მართვა და მოვლა-პანტრონობის უზრუნველსაყოფად 687,600 ლარით დაფინანსდა

სალომე კვირიკაშვილი

ხონში სასაფლაოების მართვა და მოვლა-პანტრონობის უზრუნველსაყოფად ა(ა)იპ სასაფლაო მეურნეობის მართვის სამსახური არსებობს.

2017-2021 წლებში სამსახურს 687,600 ლარით დაფინანსდა ბიუჯეტიდან, საიდანაც 554,040 მხოლოდ ხელფასებში დაიხარჯა.

ყოველთვიურად თანამშრომელთა ანაზღაურებაზე 9,620 ლარი იხარჯება, მათგან საფლავების მომვლელებზე მხოლოდ 1,350 ლარი.

სამსახურს ჰყავს 2 მთავარი სპეციალისტი, 5 უფროსი სპეციალისტი, 2 წამყვანი სპეციალისტი, ორიც უბრალოდ – სპეციალისტი.

ხონის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2021 წელს 17 იურიდიულ პირს აფინანსებდა, მათ შორის ფინანსებოდა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ

სასაფლაო მეურნეობის მართვის სამსახური. აღნიშნული სამსახურის დანიშნულება ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მართვა და მოვლა-პატრონობაა.

სასაფლაო მეურნეობის მართვის სამსახურის დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2017-2021 წლებში 687,600 ლარი გამოიყო, საიდანაც 554,040 ლარი თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა. “სასაფლაო მეურნეობის მართვის სამსახურის” შესახებ ფლანგვის დეტექტორი 2020 წელსაც წერდა, თუმცა მას შემდეგ მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. 2017-2019 წლებში სამსახურში 24 პირი იყო დასაქმებული, მიმდინარე მონაცემებით კი 25 პირი მუშაობს.

2017-2021 წლების განმავლობაში სასაფლაოების მეურნეობის მართვის სამსახურში საშტატო ნუსხა არ შეცვლილა. სამსახურში დასაქმებულია დირექტორი, დირექტორის მოადგილე, მთავარი და წამყვანი სპეციალისტები და მომვლელები.

თუმცა ძირითად მოვალეობას, სასაფლაოების მოვლა-პატრონობას ახორციელებს 9 მომვლელი, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები საზედამხედველო და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის განმახორციელებელი პირები არიან. მაგალითად სამსახურში 9 მომვლელის გარდა დასაქმებულია ჯამში 10 სპეციალისტი. (2 - მთავარი სპეციალისტი, 5 - უფროსი სპეციალისტი, 2 - სპეციალისტი, 2- წამყვანი სპეციალისტი) ასევე დირექტორი, დირექტორის მოადგილე და სასაფლაოს მომვლელთა ჯგუფის ხელმძღვანელი.

სამსახურის თანამშრომელთა ყოველთვიურ ანაზღაურებაში 2021 წლის მონაცემებით 9,620 ლარი იხარჯება. 1,350 ლარი 9 მომვლელის ანაზღაურებაა, 5,480 ლარი კი – სპეციალისტების.

კანონმდებლობის მიხედვით მუნიციპალიტეტს თავისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, უფლება აქვს, დააფუძნოს იურიდიული პირი, თუმცა იურიდიული პირების დაფუძნება სათანადოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული უნდა იყოს. ამასთანავე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დაწესებულების ხელმძღვანელმა ორგანიზაციაში და მის დაქვემდებარებულ ყველა ერთეულში უნდა დანერგოს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენებას. ორგანიზაციაში დასაქმებულთა რიცხოვნობა და მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები განსაზღვრული უნდა იყოს რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით.

წყარო

სასაფლაო მეურნეობის მართვის სამსახური 2021 - https://bit.ly/3xAHN0E

სასაფლაო მეურნეობის მართვის სამსახური - https://bit.ly/3cNBegB

დაფინანსება - https://bit.ly/2X6nyXq

აუდიტი - https://bit.ly/2Uj10TM

ბიუჯეტი 2021 - https://bit.ly/3wyDj9A

რეგიონი გაფლანგულია წელი
იმერეთი