ქრთამის აღებაში ბრალდებულის კომპანიამ 3 წელში 5 მილიონის ტენდერი მოიგო

რაუფ ჭიჭინაძე

2014 წელს ხულოს მუნიციპალიტეტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, გელა კოჩალიძე ქრთამის აღებისთვის დააკავეს.

2017 წელს მის მიერ დაარსებულმა კომპანია "შპს გეო-გრუპმა" დღემდე 4,688,618 ლარის ტენდერები მოიგო.

ტენდერების ნახევარში უკონკურეტოდ, ხოლო მეორე ნახევარში მინიმალური კონკურენციით გაიმარჯვა.

2014 წლის ოქტობერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, გელა კოჩალიძე დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ გელა კოჩალიძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლისაგან, ქრთამის სახით, 500 ლარი აიღო, სანაცვლოდ კი აღნიშნულ ტენდერში მფარველობას დაჰპირდა.

2017 წლის 13 აპრილს გელა კოჩალიძემ დააფუძნა კომპანია შპს „გეო-გრუპი“ (ს/ნ:445505604), სადაც დირექტორი და 60%-ის მფლობელია, ხოლო, 40%-ს ირაკლი იაკობაზე და ერიკ შიპაკციანი ფლობენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 17 ელექტრონული ტენდერიდან რვაში უკონკურეტო იყო, ხოლო დარჩენილი ცხრაში მხოლოდ ერთი კონკურენტი ჰყავდა. მოგებული ტენდერების ჯამური რაოდენობა, ხელშეკრულების მიხედვით, 4,688,618 მილიონი ლარია.

წყარო:

ტენდერები:

https://drive.google.com/.../1MDfFHUZbpheIhCoKUM1.../view...

TI: https://transparency.ge/.../korupciashi-da-taglitobashi...

დაკავება: https://bit.ly/33gUr8h

Edit or delete this

შპს გეო-გრუპი.png

 

რეგიონი გაფლანგულია წელი
აჭარა