სკანდალური მოსამართლეების, ძმებ ბუგიანიშვილების აღზევება 2013 წელს დაიწყო და მათმა ხელფასმა 974,000 ლარი შეადგინა

ზაზა აბაშიძე

ბესიკ და ვალერიან ბუგიანიშვილების კარიერული წინსვლა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.

ბესიკ ბუგიანიშვილის მეუღლეც სასამართლო სისტემაში, მოსამართლის თანაშემწედ არის დასაქმებული – რა პოზიციაზეც, რეფერენტობიდან, 2013 წელს დაწინაურდა.

ძმები ბუგიანიშვილების კარიერული წინსვლა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.

ბესიკ ბუგიანიშვილი 2013 წელს სოხუმისა და გაგრის რაიონული მოსამართლე იყო, ხოლო შემდგომში თბილისის საქალაქო სასამართლოში გადავიდა. მის სამოსამართლეო კარიერის ორი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა – ე.წ „კაბელების” და „ციანიდის“ საქმეები უკავშირდება. ორივე შემთხვევაში მან პროკურატურისა და ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა. გასულ წელს იგი კიდევ ერთხელ დაწინაურეს და სისხლის სამართლის პალატის უვადოდ არჩეული მოსამართლე გახდა. მისი მეუღლეც სასამართლო სისტემაში, მოსამართლის თანაშემწედ არის დასაქმებული. ამ პოზიციაზე 2013 წელს დაწინაურდა, იქამდე რეფერანტის თანამდებობას იკავებდა. 2012-2020 წლის დეკლარაციიდან აღებული ინფორმაციის თანახმად, მისმა ანაზღაურებამ ჯამურად 568,665 ლარი შეადგინა.

ვალერიან ბუგიანიშვილის სამოსამართლეო საქმიანობა 2011 წელს იწყება, რა დროსაც იგი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მუშაობდა. მოგვიანებით, ჯერ სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, ხოლო გასულ წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოინაცვლა. საზოგადოებისთვის სხვადასხვა ყურადსაღები საქმეებიდან, მის სახელთან ყველაზე აქტიურად გიორგი რურუას შემთხვევაა დაკავშირებული. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა, საეჭვო ვითარებაში დაკავებული რურუა ციხეში გაამწესა და დაეთანხმა თითქმის ყველა იმ მოთხოვნას, რაც პროკურატურამ წამოაყენა. 2012-2020 წლის მონაცემების თანახმად, ვალერიან ბუგიანიშვილის ჯამურმა ანაზღაურებამ 404,930 ლარი შეადგინა. მიღებული ხელფასი, თითქმის ყოველ წელს, ზრდადი ტენდენციით გამოირჩევა. ძმის მსგავსად, ვალერიან ბუგიანიშვილის მეუღლეც საჯარო სამსახურში, კერძოდ იუსტიციის სამინსიტროშია დასაქმებული.

წყარო:

სახელფასო დეკლარაციები: https://declaration.gov.ge/

რეგიონი გაფლანგულია წელი