ევროპული საქართველო წყალტუბოს მუნიციპალიტეტს კორუფციაში ადანაშაულებს

თარიღი: 8 ოქტ. 2020

ევროპული საქართველო წყალტუბოს პროკურატურას მოუწოდებს, მუნიციპალიტეტში მიერ საჯარო სკოლებში სანიტარული კვანძების მოსაწყობად ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გამარტივებულ შესყიდვაში კორუფციის საფუძვლიანი ეჭვის გამო გამოძიება დაიწყოს.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა "ფლანგვის დეტექტორის" გამოძიებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2020 წლის 3 სექტემბერს, სველი წერტილების მოსაწყობად, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიებმა 1,122,256 ლარი უტენდეროდ მიიღეს. მისივე თქმით, 9-დან 8 კომპანიას წარსულში არცერთ ტენდერში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და შპს არია გრუპს წარსულში საერთოდ არანაირი აქტივობა არ უფიქსირდება, არათუ ტენდერში მონაწილეობა. მისივე განცხადებით, მიუხედავად ამისა, 3 სექტემბერს წყალტუბომ მას 220,760 ლარი უტენდეროდ მისცა.

გარდა ამისა, კანდელაკმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერმა ინდ.მეწარმე აკაკი რობაქიძემ, რომელსაც ასევე არცერთ სახელმწიფო ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა, ყოველგვარი კონკურსის გარეშე 119,600 ლარი მიიღო.

"ბუნებრივად ისმის კითხვა, მაშინ, როცა სკოლების სანიტარული კვანძების გამართულად მუშაობის მნიშვნელობა პანდემიასთან ბრძოლაში ყველასთვის გასაგებია და მაშინ, როცა ყველამ იცოდა, რომ შემოდგომაზე ვირუსის მეორე ტალღა გარდაუვალი იყო, რატომ არ ჩაატარა წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი? პასუხი ნათელია — ქართული ოცნების აღვირახსნილი კორუფცია", — განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

On.ge წყალტუბოს მუნიციპალიტეტს დაუკავშირდა, რათა აღნიშნულ თემაზე პასუხისმგებელ პირს გასაუბრებოდა. მუნიციპალიტეტში კი გვითხრეს, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ მაისურაძე საუბარს ვერ მოახერხებდა და სანაცვლოდ წერილობითი პასუხი მოგვაწოდეს. On.ge უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ საკითხზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის პასუხს.

"წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სასწავლო წლის დაწყებამდე Covid-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით შემუშავებული რეგულაციებისა და წესების გათვალისწინებით აუცილებელი გახდა, რომ ყველა სკოლაში მოწერიგებულიყო სველი წერტილები და საპირფარეშოები.

მთავრობის №947 და №973 განკარგულებებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტს გამოეყო თანხა, როგორც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის, ასევე, სამუშაოების გახორციელებისთვის საერთო ღირებულებით 1 011 032 ლარი.

განკარგულებაშივე იყო მითითება, რომ შესყიდვის პროცედურები განხორციელებულიყო გამარტივებული შესყიდვის ფორმით, კერძოდ, გადაუდებელი აუცილებლობით და არა ელექტრონული ტენდერების საშუალებით. მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. სამუშაოების შემსრულებლები შეირჩა ბაზრის კვლევებისა და კვალიფიკაციების მიხედვით. სულ გაფორმდა 10 ხელშეკრულება 33 სკოლისთვის საპირფარეშოების მოწყობის თაობაზე".

გარდა ამისა, წერილობით პასუხში ნათქვამი იყო, რომ პრეტენდენტების შერჩევა არ მომხდარა ერთპიროვნულად და თითოეული მათგანის შესრულებული სამუშაოების კონტროლი ხორციელდებოდა მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ.

მსგავსი სიახლეები

9 ოქტ. 2020

კარტოგრაფების საქმე - პოლიტიკურად მოტივირებული ახალი გამოძიება

7 ოქტომბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. მათ ბრალად  საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება ედებათ (სისხლის სამართლის 308-ე მუხლის პირველი ნაწილი). მიგვაჩნია, რომ გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება პოლიტიკურ მოტივაციებს ემსახურება და მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ.   გამოძიება 2020 წლის 17 აგვისტოს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაცია იყო, რომლის თანახმადაც წლების მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა გარკვეული დოკუმენტაციის იგნორირება და მათი გვერდის ავლით საზღვრის გარკვეული მონაკვეთების ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმება. პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულები კომისიის საქმიანობისას არ დაეყრდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკას, რის გამოც საქართველოს ისტორიული ტერიტორიიების დაკარგვის საფრთხე დადგა. ივერი მელაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად  მოტივირებულია. მისი განმარტებით 1937-1938 წლებში 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის შესწავლისა და ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ იგი იყო ხარვეზიანი. კერძოდ, რუკის ერთი და იმავე ელემენტების (რკინიგზა, ხიდი, კვეთა, მდინარე, ხრამი, და ა.შ.) სხვა რუკებთან შედარებისას, ცდომილება დაახლოებით 240-300 მეტრი იყო. ამ ხარვეზის გამო, რუკის გამოყენება კომისიის საქმიანობისათვის გამოუსედეგარი იყო და იგი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ გამოუყენებიათ. მისი განმარტებით, „განსხვავებულად მოაზროვნე პირებმა“ ჩათვალეს, რომ ამ რუკის გამოყენების გზით საქართველო უფრო მეტ ტერიტორიას მიიღებდა, თუმცა მხედველობაში არ მიიღეს ის ფაქტი, რომ რუკა ხარვეზიანი იყო და მისი გამოყენება ვერ მოხდებოდა. პროკურორმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მოტივი გამოძიებისათვის დაუდგენელი იყო. მანვე განაცხადა, რომ გამოძიება მაღალი თანამდებობის პირების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ვერსიაზეც მუშაობს. პროკურორმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ბრალდებულების დაკავება საარჩევნო პერიოდს არ უკავშირდება და დაჩქარებული წესით წარმოებული გამოძიება საქმის პრიორიტეტულობის გამო მოხდა. თუმცა საყურადღებოა, რომ  სასამართლო სხდომა, დაკავების მეორე დღესვე ჩაინიშნა, რითაც ფაქტობრივად შეილახა დაცვის მხარის უფლება სრულყოფილად გაცნობოდა საქმის მასალებს. აღსანიშნავია, რომ საქმე საკმაოდ მოცულობითია და იგი 7 ტომისგან შედგება.    მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გამოძიების ინიცირება პოლიტიკურად მოტივირებულია რამდენიმე მიზეზის გამო: გამოძიების დაწყების დრო: გამოძიება მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს მოქალაქეებისთვის უკიდურესად სენსიტიურ თემაზე. მსგავსი საკითხების წამოწევა წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლებელია მიმართული იყოს ამომრჩევლებზე ზემოქმედებისკენ. ასეთ ქმედებებს მმართველი პარტია ადრეც ხშირად მიმართავდა წინასაარჩევნო პერიოდში. მაგალითად, ამ ტიპის გახმაურებულ საქმეებს შორის იყო ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას და ბიზნესმენ  ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემთხვევების გამოძიება. ამ საქმეებზე პოლიტიკოსებისა და ოფიციალური უწყებების საჯარო განცხადებები ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლების მთავარი ინტერესი არა საქმის გამოძიება, არამედ ოპონენტებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში ზიანის მიყენება იყო. მმართველი პარტიის გამოხმაურება: ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მიმდინარე საქმეზე, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დარღვევით, გააკეთეს პოლიტიზებული და პოპულისტური განცხადებები. სამწუხაროდ აღნიშნული განცხადებები იმ დროს გაკეთდა, როდესაც დაკავებულ პირებს ბრალი ოფიციალურად არც კი ჰქონდათ წარდგენილი და აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სასამართლოს არ ჰქონდა ნამსჯელი. შერჩევითი მიდგომები გამოძიების პროცესში: პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება კომისიის  საქმიანობის 2005 - 2007 წლების პერიოდს შეეხება.  იმის მიუხედავად, რომ 2005 წელს საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით იგი ამ დრომდე არ არის გამოკითხული. ივერი მელაშვილის განმარტებით, სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და კომისიის საქმიანობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით ხდებოდა. კომისიის საქმიანობის შესახებ ცნობილი იყო სალომე ზურაბიშვილისთვისაც. სხვადასხვა უწყების, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები  ასევე წარმოდგენილები იყვნენ კომისიაში. გამოძიების წინასაარჩევნო კონტექსტთან ერთად, ასევე საყურადღებოა აღნიშნული საქმის უფრო ფართო ჭრილში განხილვა და რეგიონში მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს ამ თემის გააქტიურების მიზეზების გარკვევაც. საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთის ინტერესებშია საქართველოს არჩევნებში ჩარევა და დესტაბილიზაციის კერების გაღვივება, მათ შორის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვის მცდელობის გზითაც.  მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტოპოგრაფიული რუკები თავდაცვის სამინისტროს რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიაწოდა.  მედიის ინფორმაციით, ეს დოკუმენტები მან რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, დეპუტატ ირმა ინაშვილის მიერ 11 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რითაც ის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა. “პატრიოტთა ალიანსის” რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა, „დოსიე“ მიუთითებდა, თუმცა პროკურატურამ ამ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება არც კი დაიწყო.  მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტოს წინასაარჩევნოდ მოსახლეობისათვის სენსიტიური თემებით მანიპულირება; შეისწავლოს საქართველოს შიდა საქმეებში  რუსეთის სპეცსამსახურებისაგან ჩარევის რისკები და გამოძიებაში რუსეთთან დაკავშირებული პირების ჩართულობის საკითხი; უზრუნველყოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სამართლიანი სასამართლო პროცესი და არ დაუშვას უდანაშაულო პირთა უფლებების დარღვევა; საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საზოგადოების დროული ინფორმირება გამოძიების მსვლელობისა და შედეგების თაობაზე; საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მკაცრად დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფცია და აღნიშნული საკითხი  პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენოს.     საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო  ღია საზოგადოების ფონდი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მედიის განვითარების ფონდი მმართველობის მონიტორინგის ცენტრი საზოგადოება და ბანკები კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი  ადამიანის უფლებათა ცენტრი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი საქართველოს რეფორმების ასოციაცია საქართველოს ატლანტიკური საბჭო  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი სამოქალაქო განვითარების სააგენტო  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს გაეროს ასოციაცია  

8 ოქტ. 2020

ევროპული საქართველო წყალტუბოს მუნიციპალიტეტს კორუფციაში ადანაშაულებს

ევროპული საქართველო წყალტუბოს პროკურატურას მოუწოდებს, მუნიციპალიტეტში მიერ საჯარო სკოლებში სანიტარული კვანძების მოსაწყობად ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გამარტივებულ შესყიდვაში კორუფციის საფუძვლიანი ეჭვის გამო გამოძიება დაიწყოს. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა "ფლანგვის დეტექტორის" გამოძიებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2020 წლის 3 სექტემბერს, სველი წერტილების მოსაწყობად, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიებმა 1,122,256 ლარი უტენდეროდ მიიღეს. მისივე თქმით, 9-დან 8 კომპანიას წარსულში არცერთ ტენდერში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და შპს არია გრუპს წარსულში საერთოდ არანაირი აქტივობა არ უფიქსირდება, არათუ ტენდერში მონაწილეობა. მისივე განცხადებით, მიუხედავად ამისა, 3 სექტემბერს წყალტუბომ მას 220,760 ლარი უტენდეროდ მისცა. გარდა ამისა, კანდელაკმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერმა ინდ.მეწარმე აკაკი რობაქიძემ, რომელსაც ასევე არცერთ სახელმწიფო ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა, ყოველგვარი კონკურსის გარეშე 119,600 ლარი მიიღო. "ბუნებრივად ისმის კითხვა, მაშინ, როცა სკოლების სანიტარული კვანძების გამართულად მუშაობის მნიშვნელობა პანდემიასთან ბრძოლაში ყველასთვის გასაგებია და მაშინ, როცა ყველამ იცოდა, რომ შემოდგომაზე ვირუსის მეორე ტალღა გარდაუვალი იყო, რატომ არ ჩაატარა წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი? პასუხი ნათელია — ქართული ოცნების აღვირახსნილი კორუფცია", — განაცხადა გიორგი კანდელაკმა. On.ge წყალტუბოს მუნიციპალიტეტს დაუკავშირდა, რათა აღნიშნულ თემაზე პასუხისმგებელ პირს გასაუბრებოდა. მუნიციპალიტეტში კი გვითხრეს, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ მაისურაძე საუბარს ვერ მოახერხებდა და სანაცვლოდ წერილობითი პასუხი მოგვაწოდეს. On.ge უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ საკითხზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის პასუხს. "წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სასწავლო წლის დაწყებამდე Covid-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით შემუშავებული რეგულაციებისა და წესების გათვალისწინებით აუცილებელი გახდა, რომ ყველა სკოლაში მოწერიგებულიყო სველი წერტილები და საპირფარეშოები. მთავრობის №947 და №973 განკარგულებებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტს გამოეყო თანხა, როგორც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის, ასევე, სამუშაოების გახორციელებისთვის საერთო ღირებულებით 1 011 032 ლარი. განკარგულებაშივე იყო მითითება, რომ შესყიდვის პროცედურები განხორციელებულიყო გამარტივებული შესყიდვის ფორმით, კერძოდ, გადაუდებელი აუცილებლობით და არა ელექტრონული ტენდერების საშუალებით. მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. სამუშაოების შემსრულებლები შეირჩა ბაზრის კვლევებისა და კვალიფიკაციების მიხედვით. სულ გაფორმდა 10 ხელშეკრულება 33 სკოლისთვის საპირფარეშოების მოწყობის თაობაზე". გარდა ამისა, წერილობით პასუხში ნათქვამი იყო, რომ პრეტენდენტების შერჩევა არ მომხდარა ერთპიროვნულად და თითოეული მათგანის შესრულებული სამუშაოების კონტროლი ხორციელდებოდა მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ.

8 სექ. 2020

"მმართველობის მონიტორინგის ცენტრი" (GMC) აცხადებს დამკვირვებლების მიღებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

"მმართველობის მონიტორინგის ცენტრი" (GMC) აცხადებს დამკვირვებლების მიღებას საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის. მისია განხორციელდება ჭიათურისა და საჩხერის საარჩევნო უბნენზე. აღწერილობა: დამკვირვებლის სამუშაო დღე იქნება უშუალოდ არჩევნების დღე, 2020 წლის 31 ოქტომბერი; დამკვირვებელი, საარჩევნო უბნის მდებარეობის შესაბამისად,  ჭიათურაში ან საჩხერეში უნდა იყოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 30 ოქტომბრისა. * შერჩეული დამკვირვებლები ოქტომბერში წინასწარ გაივლიან გასაუბრებას და სპეციალურ  ტრენინგს; * უბნებში განაწილებისას გავითვალისწინებთ დამკვირვებლების საცხოვრებელ ადგილს და სურვილს; * დამკვირვებლისთვის გათვალისწინებულია ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები თანხა); * დამკვირვებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, 18 წლის ასაკის და ზევით; * დამკვირვებელი სასურველია ცხოვრობდეს ჭიათურაში ან საჩხერეში; * დამკვირვებელი არ უნდა იყოს არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი/აქტივისტი; * დამკვირვებელი უნდა იყოს მოტივირებული, კომუნიკაბელური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტერებული ადამიანი. მონაწილეობისათვის გთხოვთ, შეავსოთ ფორმა შემდეგ მისამართზე: https://forms.gle/TrB2Dg3WkEtmhT8x5 განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2020 წლის 21 სექტემბერი, 18:00. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებასა და ტრენინგზე მოვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ: info@sadplan.ge   ჩვენ შესახებ: "მმართველობის მონიტორინგის ცენტრი" (GMC) არის დამოუკიდებელი, არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სახელმწიფოს გამჭვირვალე, ღია, დემოკრატიულ და კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებულ მართვას. "მმართველობის მონიტორინგის ცენტრი" (GMC) ევროპული და ამერიკული დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, უკვე არაერთი წელია, პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. წელს ჩვენი ორგანიზაცია კიდევ ერთი ახალი პროფილით - სადამკვირვებლო მიმართულებით იმუშავებს. საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის ოლქში გვეყოლება. ჩვენი სადამკვირვებლო მისიის მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი - Open Society Georgia Foundation.