"მმართველობის მონიტორინგის ცენტრი" (GMC) აცხადებს დამკვირვებლების მიღებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

თარიღი: 8 სექ. 2020

"მმართველობის მონიტორინგის ცენტრი" (GMC) აცხადებს დამკვირვებლების მიღებას საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის. მისია განხორციელდება ჭიათურისა და საჩხერის საარჩევნო უბნენზე.

აღწერილობა:

დამკვირვებლის სამუშაო დღე იქნება უშუალოდ არჩევნების დღე, 2020 წლის 31 ოქტომბერი;

დამკვირვებელი, საარჩევნო უბნის მდებარეობის შესაბამისად,  ჭიათურაში ან საჩხერეში უნდა იყოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 30 ოქტომბრისა.

* შერჩეული დამკვირვებლები ოქტომბერში წინასწარ გაივლიან გასაუბრებას და სპეციალურ  ტრენინგს;

* უბნებში განაწილებისას გავითვალისწინებთ დამკვირვებლების საცხოვრებელ ადგილს და სურვილს;

* დამკვირვებლისთვის გათვალისწინებულია ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები თანხა);

* დამკვირვებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, 18 წლის ასაკის და ზევით;

* დამკვირვებელი სასურველია ცხოვრობდეს ჭიათურაში ან საჩხერეში;

* დამკვირვებელი არ უნდა იყოს არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი/აქტივისტი;

* დამკვირვებელი უნდა იყოს მოტივირებული, კომუნიკაბელური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტერებული ადამიანი.

მონაწილეობისათვის გთხოვთ, შეავსოთ ფორმა შემდეგ მისამართზე: https://forms.gle/TrB2Dg3WkEtmhT8x5

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2020 წლის 21 სექტემბერი, 18:00. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებასა და ტრენინგზე მოვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ: info@sadplan.ge

 

ჩვენ შესახებ:

"მმართველობის მონიტორინგის ცენტრი" (GMC) არის დამოუკიდებელი, არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სახელმწიფოს გამჭვირვალე, ღია, დემოკრატიულ და კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებულ მართვას.

"მმართველობის მონიტორინგის ცენტრი" (GMC) ევროპული და ამერიკული დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, უკვე არაერთი წელია, პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. წელს ჩვენი ორგანიზაცია კიდევ ერთი ახალი პროფილით - სადამკვირვებლო მიმართულებით იმუშავებს. საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის ოლქში გვეყოლება. ჩვენი სადამკვირვებლო მისიის მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი - Open Society Georgia Foundation.

მსგავსი სიახლეები

8 სექ. 2020

"მმართველობის მონიტორინგის ცენტრი" (GMC) აცხადებს დამკვირვებლების მიღებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

"მმართველობის მონიტორინგის ცენტრი" (GMC) აცხადებს დამკვირვებლების მიღებას საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის. მისია განხორციელდება ჭიათურისა და საჩხერის საარჩევნო უბნენზე. აღწერილობა: დამკვირვებლის სამუშაო დღე იქნება უშუალოდ არჩევნების დღე, 2020 წლის 31 ოქტომბერი; დამკვირვებელი, საარჩევნო უბნის მდებარეობის შესაბამისად,  ჭიათურაში ან საჩხერეში უნდა იყოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 30 ოქტომბრისა. * შერჩეული დამკვირვებლები ოქტომბერში წინასწარ გაივლიან გასაუბრებას და სპეციალურ  ტრენინგს; * უბნებში განაწილებისას გავითვალისწინებთ დამკვირვებლების საცხოვრებელ ადგილს და სურვილს; * დამკვირვებლისთვის გათვალისწინებულია ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები თანხა); * დამკვირვებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, 18 წლის ასაკის და ზევით; * დამკვირვებელი სასურველია ცხოვრობდეს ჭიათურაში ან საჩხერეში; * დამკვირვებელი არ უნდა იყოს არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი/აქტივისტი; * დამკვირვებელი უნდა იყოს მოტივირებული, კომუნიკაბელური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტერებული ადამიანი. მონაწილეობისათვის გთხოვთ, შეავსოთ ფორმა შემდეგ მისამართზე: https://forms.gle/TrB2Dg3WkEtmhT8x5 განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2020 წლის 21 სექტემბერი, 18:00. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებასა და ტრენინგზე მოვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ: info@sadplan.ge   ჩვენ შესახებ: "მმართველობის მონიტორინგის ცენტრი" (GMC) არის დამოუკიდებელი, არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სახელმწიფოს გამჭვირვალე, ღია, დემოკრატიულ და კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებულ მართვას. "მმართველობის მონიტორინგის ცენტრი" (GMC) ევროპული და ამერიკული დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, უკვე არაერთი წელია, პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. წელს ჩვენი ორგანიზაცია კიდევ ერთი ახალი პროფილით - სადამკვირვებლო მიმართულებით იმუშავებს. საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის ოლქში გვეყოლება. ჩვენი სადამკვირვებლო მისიის მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი - Open Society Georgia Foundation.

22 მაი. 2020

აჭარის და იმერეთის ბიურო ჭიათურაში

ივნისში, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი და მისი მედიაპროექტი - "ფლანგვის დეტექტორი", აჭარის რეგიონალურ ბიუროს გახსნის ბათუმში, ხოლო იმერეთის ბიურო გაიხსნება ჭიათურაში!  -  დღეს, ზუსტად ერთი წელი გავიდა ჭიათურის საკრებულოს შუალედური არჩევნებიდან, სადაც ვმონაწილეობდი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, მინდა ერთი კარგი ამბავი გითხრათ: რაც დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ "ქართულ ოცნებასთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" კონკურენციის პირობებში მიღებული ხმების 24%, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ნამდვილად კარგი შედეგი იყო. არჩევნების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად ვგრძნობდი პასუხისმგებლობას ჭიათურლების და პირველ რიგში იმ ადამიანების მიმართ, ვინც მხარი დამიჭირა... 2019 წლის შემოდგომიდან, რამდენიმე თვის განმავლობაში, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა "მომავლის ჭიათურის" თავმჯდომარე, მმართველობის მონიტორინგის ცენტრთან და "ფლანგვის დეტექტორთან" ერთად ვმუშაობდი ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე. ცოტა ხნის წინ, საბოლოოდ დადასტურდა, რომ ამ პროექტს ევროპის დემოკრატიის განვითარების ფონდი დააფინანსებს. 2020 წლის ივნისში, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი და მისი მედიაპროექტი - ფლანგვის დეტექტორი, აჭარის რეგიონალურ ბიუროს გახსნის ბათუმში, ხოლო იმერეთის ბიურო გაიხსნება ჭიათურაში!  გილოცავთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიული პრინციპების განვითარება ჩვენს ქვეყანაში და მის რეგიონებში! - წერს ნოდარ ჩაჩანიძე, რომელიც იმერეთის ბიუროს უხელმძღვანელებს

23 მარ. 2020

საერთო მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას და რელიგიურ გაერთიანებებს

დღეს მთელი მსოფლიო გლობალური გამოწვევის წინაშე დგას. ყველას საერთო მიზანი ახალი ვირუსით, COVID-19–ით გამოწვეული პანდემიის დამარცხება და  ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობამ 300,000–ს გადააჭარბა, ვირუსით გამოწვეული დაავადებით დაიღუპა 13,000–ზე მეტი ადამიანი და სამწუხაროდ, ვითარება ჯერ კიდევ მძიმდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) სახელმწიფოებს მოუწოდებს, მიიღონ მკაცრი ზომები საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისა და ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ერთ–ერთი ყველაზე მკაფიო მოთხოვნა სოციალური დისტანცირება და გადაადგილების შეზღუდვაა. ამ მიზნით, იკეტება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიც. სტატისტიკა აჩვენებს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სოციალური დისტანცირების მკაცრი ზომები დროულად არ იქნა მიღებული, მკვეთრად მაღალია ინფიცირებულებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა. კორონა ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი და მასთან დაკავშირებული რისკები ყოველდღიურად იზრდება საქართველოშიც.  21 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რითაც გარკვეული ვადით, იზღუდება კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობა, მათ შორის, შეკრების თავისუფლება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც და მის შემდეგაც, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ერთ-ერთ ძირითად რეკომენდაციად განსაზღვრავს სოციალური დისტანციის დაცვას და შეკრებებისგან თავის შეკავებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში რიგი რელიგიური გაერთიანებები უკვე ითვალისწინებენ ამ რეკომენდაციას და სხვადასხვა ფორმით ზღუდავენ ან დროებით აჩერებენ კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიურ რიტუალების აღსრულებას. სამწუხაროდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე არ იჩენს სათანადო ყურადღებას იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეკომენდაციების მიმართ, რომელთა დაუცველობაც რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს, როგორც უშუალოდ მის წევრებს, ასევე, მთლიანად საზოგადოებას. რელიგიურ რიტუალებს ესწრებიან და ჩართულები არიან ბავშვებიც, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის არასრულწლოვანებს. ამგვარ ვითარებაში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რათა მან სათანადო ბალანსის დაცვით, ერთი მხრივ, უზრუნველყოს რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით მაქსიმალურად სრულყოფილად სარგებლობა, მეორე მხრივ, კი გამოიყენოს სათანადო სამართლებრივი მექანიზმები და თავიდან აირიდოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წინაშე მდგარი უკიდურესად მაღალი რისკები. აღნიშნულთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ფუნდამენტური მნიშვნელობიდან გამომდინარე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით მისი შეზღუდვა დაუშვებელია.[1] მიუხედავად ამისა, კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიური რიტუალების შესრულება და მათში მონაწილეობა არ არის აბსოლუტური უფლება და შეიძლება შეიზღუდოს შესაბამისი მკაცრი პირობების დაცვით, როდესაც ის რეალურ საფრთხეს უქმენის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას. უფრო კონკრეტულად, რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ერთდროულად და თანაბრად მოიცავს შინაგან (Forum Internum) და გარეგან (Forum Externum) განზომილებას, რაც გულისხმობს, რომ ყველა ადამიანი თავისუფალია ჰქონდეს (შინაგანი განზომილება) და გამოხატავდეს (გარეგანი განზომილება) მისთვის სასურველ რელიგიას ან მრწამსს. თუმცა, დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც პლურალიზმისა და მრავალფეროვნების ღირებულებებს ემყარება, უკიდურესი აუცილებლობის პირობებში, შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა, რათა მიღწეული იქნას სამართლიანი და გონივრული ბალანსი კონკურენტულ ინტერესებს შორის. რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფეროში ასეთი შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ამ უფლების გარეგან განზომილებას ანუ პირადი რელიგიური ან სხვა სახის მრწამსის ინდივიდუალურად ან კოლექტიურად, პრივატულად ან საჯაროდ გამოხატვას ღვთისმსახურების, სწავლების, პრაქტიკისა და რიტუალების აღსრულების საშუალებით. ხოლო, მისი შინაგანი განზომილება ანუ რელიგიური ან სხვა სახის მრწამსის მიღება, ქონა, შეცვლა ან მასზე უარის თქმა, ნებისმიერ შემთხვევაში აბსოლუტურ და შეუზღუდავ უფლებად რჩება. შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ამგვარი შეზღუდვები სახელმწიფომ შეიძლება დაადგინოს მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც ისინი გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით. ამასთან, შემზღუდავი ზომები და ღონისძიებები უნდა აკმაყოფილებდეს პროპორციულობის მკაცრ სტანდარტს. არსებული გლობალური საფრთხის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოხდეს რელიგიისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლების, კერძოდ, კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიური რიტუალების შესრულებისა და მასში მონაწილეობის უფლების დროებითი შეზღუდვა. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რელიგიისა და რწმენის თავისუფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რომლის განუხრელი დაცვის გარეშე, წარმოუდგენელია დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს არსებობა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მიერ უფლების შეზღუდვისათვის გამოყენებული ზომები მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშირისო სტანდარტებს. რამდენადაც, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად საგანგებო მდგომარეობის დროს დაუშვებელია რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვა, ხოლო, მეორე მხრივ, არსებული ეპიდემიური სიტუაციის პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა და შეკრებების მაქსიმალური შეზღუდვა, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობების დაცვით და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნით, დროებით შეზღუდოს საჯარო კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიური რიტუალების შესრულებისა და მასში მონაწილეობის უფლება ნებისმიერი რელიგიისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირის მიმართ. იმისათვის, რომ რელიგიისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვა აკმაყოფილებდეს შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ მიღებული ზომები და გატარებული ღონისძიებები გათვალისწინებული იყოს კანონით, ემსახურებოდეს სხვების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზნებს და აკმაყოფილებდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობისა დ პროპორციულობის მკაცრ კრიტერიუმებს. ამისათვის: საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ●            საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით[2] დადგენილი პირობების დაცვით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით[3] გათვალისწინებული მოთხოვნების აღსრულების მიზნით, უფლებამოსილმა უწყებამ, განსაზღვრული მოქმედების პერიოდით, გამოსცეს სათანადო კანონქვემდებარე აქტი; ●            საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით შეიტანოს ცვლილებები და დამატებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში; ●            აღნიშნული დროებითი ღონისძიებების დარღვევის შემთხვევაში, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები. ●            ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებზე საზოგადოებისთვის გააკეთოს ნათელი და თანმიმდევრული განცხადებები.   გარდა ამისა, მივმართავთ სახელმწიფოს  მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს რელიგიურ გაერთიანებებს, რათა დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, მათ მაქსიმალურად ეფექტურად შეძლონ საკუთარი რელიგიური საქმიანობის განხორციელება და საზოგადოებასთან ურთიერთობა.  ასევე, მივმართავთ რელიგიურ ორგანიზაციებს საკუთარი მაღალი სოციალური ავტორიტეტისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რათა საზოგადოებაში წახალისდეს სახელმწიფოს მიერ გატარებული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების მხარდაჭერა და ხელშეწყობა.   ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები და იურისტები:  ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC) პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ჩართულობის და განვითარების ცენტრი (CPD) ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საფარი ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) თანასწორობის მოძრაობა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) მედიის განვითარების ფონდი (MDF)   იურისტები: არჩილ მეტრეველი გიორგი ნონიაშვილი ალიკა კუპრავა მიხეილ შარაშიძე          [1] ICCPR General Comment No. 22: Article 18 (Freedom of Thought, Conscience or Religion). § 1. [2] მუხლი 16. რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება - 2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. [3] მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ პუნქტები: “საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია: ა) არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას; [..] გ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას; დ) დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები;”