"ფლანგვის დეტექტორმა" ამერიკული ორგანიზაცია National Endowment For Democracy (NED) სახით, კიდევ ერთი საერთაშორისო პარტნიორი შეიძინა

თარიღი: 27 სექ. 2019

რამდენიმე დღის წინ საბოლოოდ დასრულდა მოლაპარაკებები, რის შედეგადაც "ფლანგვის დეტექტორმა" ამერიკული ორგანიზაცია National Endowment For Democracy (NED) სახით, კიდევ ერთი საერთაშორისო პარტნიორი შეიძინა.

მოხარული ვართ, რომ ასეთი რანგის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საშუალება მოგვეცა. NED-ი მზად აღოჩნდა, რომ მხარი დაეჭირა და კიდევ უფრო მეტად გაეძლიერებინა ჩვენი მედია პროექტი.

ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ახალი პროექტის შექმნაზე და უახლოეს მომავალში, კიდევ რამდენიმე სასიამოვნო სიახლეს გაგიზიარებთ.

მსგავსი სიახლეები

7 მარ. 2020

"ფლანგვის დეტექტორის" მხარდაჭერა აჭარის ტელევიზიას

ვაკვირდებით აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს და სამწუხაროდ, მორიგ ჯერზე ვხედავთ, რომ ხელისუფლებას დამოუკიდებელი და თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიის დამორჩილება აქვს განზრახული. უკანასკნელი წლების განმავლობაში, აჭარის ტელევიზია ჭეშმარიტად საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო, რომელიც სტანდარტების დაცვისა და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდა. ფლანგვის დეტექტორის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჟურნალისტთა გუნდს, რომლებიც უკან დახევას არ აპირებენ და საკუთარი უფლებების დაცვას ბოლომდე განაგრძობენ. ჩვენ შევეცდებით, რომ ეს საკითხი ყველა საერთაშორისო პარტნიორის ყურამდე მივიტანოთ და ხელისუფლების უხეში ჩარევის მცდელობას ამ გზით ხელი შევუშალოთ.

17 ოქტ. 2019

 ფლანგვის დეტექტორის გუნდს იურისტი და სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ ჩაჩანიძე შემოუერთდა

 ფლანგვის დეტექტორის გუნდს იურისტი და სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ ჩაჩანიძე შემოუერთდა. 2019 წელს ჭიათურის საკრებულოს შუალედურ არჩენვებში, ნოდარ ჩაჩანიძემ დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღო მონაწილეობა და ხმების 24% მიიღო. იგი არის საზოგადოებრივი მოძრაობა "მომავლის ჭიათურის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ჭიათურაში არსებული პრობლემების აქტუალიზაციასაა და გადაჭრაზე. პროფესიული საქმიანობის მიღმა, ნოდარ ჩაჩანიძე აქტიურად მონაწილეობდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის თამაშებში. ამ კუთხით განსაკუთრებით გამოსარჩევია უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პროექტ "სიცილის ლიგაში" მონაწილეობა საქართველოს ნაკრების კაპიტნის რანგში.

27 სექ. 2019

"ფლანგვის დეტექტორმა" ამერიკული ორგანიზაცია National Endowment For Democracy (NED) სახით, კიდევ ერთი საერთაშორისო პარტნიორი შეიძინა

რამდენიმე დღის წინ საბოლოოდ დასრულდა მოლაპარაკებები, რის შედეგადაც "ფლანგვის დეტექტორმა" ამერიკული ორგანიზაცია National Endowment For Democracy (NED) სახით, კიდევ ერთი საერთაშორისო პარტნიორი შეიძინა. მოხარული ვართ, რომ ასეთი რანგის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საშუალება მოგვეცა. NED-ი მზად აღოჩნდა, რომ მხარი დაეჭირა და კიდევ უფრო მეტად გაეძლიერებინა ჩვენი მედია პროექტი. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ახალი პროექტის შექმნაზე და უახლოეს მომავალში, კიდევ რამდენიმე სასიამოვნო სიახლეს გაგიზიარებთ.