ზაზა აბაშიძე: "რაც გამოიკვეთა, არის ის, რომ მოსამართლეების ნაწილის ახლო გარემოცვა დაკავშირებულია ხელისუფლებასთან"

თარიღი: 26 სექ. 2019

ზაზა აბაშიძე იყო ერთ-ერთი დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფში, რომელმაც „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით მოამზადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პორტფოლიოები. ის იკვლევდა კანდიდატების ფინანსურ ვალდებულებებსა და შემოსავლებს.

რადიო თავისუფლების ეთერში საუბრისას ზაზა აბაშიძე რამდენიმე პრობლემას გამოარჩევს: https://bit.ly/2ntzDrD

მსგავსი სიახლეები

17 მარ. 2020

NGO-ები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ქალბატონ დუნია მიატოვიჩს ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებების სფეროში ბატონ ეამონ გილმორს   ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ბატონ ტოივო კლაარს   ევროპარლამენტის წევრებს   ეუთოს წარმომადგენელს მედია თავისუფლების საკითხებში ბატონ ჰარლემ დესირს   ორგანიზაცია 19 მუხლის აღმასრულებელ დირექტორს ქალბატონ ქუინ მაქიუს   საერთაშორისო ამინისტიის გენერალურ მდივანს ქალბატონ ჯულიე ვერჰარს,   Human Rights Watch-ის აღმასრულებელ დირექტორს ქალბატონ ქენეთ როთს   ევროპის მაუწყებელთა გაერთიანების პრეზიდენტს ბატონ ტონი ჰოლს   Freedom House-ის პრეზიდენტს ბატონ მაიკლ აბრამოვიჩს   ორგანიზაციის რეპორტიორები საზღვრების გარეშე დირექტორს ბატონ ქრისტოფ დელოირეს   ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ მორგენს ბლიჰერ ბჟერეგარდს   საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის თავმჯდომარეს ბატონ მარკუს სპილმანს, ორგანიზაციის შეუზღუდავი თავისუფალი პრესის თავმჯდომარეს ბატონ ლეონ ვილემს   ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე საგანგაშო პროცესების შესახებ და თქვენი მანდატის ფარგლებში რეაგირებასა და მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის პოლიტიკურ მხარდაჭერას გთხოვთ. უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალნა დირექტორმა, რომელიც მაუწყებლის წინა რეფორმატორი დირექტორის, ნათია კაპანაძის თვითნებური იმპიჩმენტის შემდეგ, საეჭვო პროცედურით და კონტექსით აირჩა, არსებითად დაასუსტა მაუწყებელში კრიტიკული შინაარსის შემქნელი საკვანძო რგოლი - ახალი ამბების სამსახური და მნიშვნელოვანი პოზიციების მქონე თანამშრომლები გაათავისუფლა სამსახურიდან ან სხვა ნეკლებად გავლენიან სამსახურებში გადაიყვანა. კერძოდ, 2020 წლის 2 თებერვალს კონტრაქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შეზღუდვისა და სამუშაო გარემოში შევიწროების და კონტროლის მძიმე პრაქტიკის გამო, მაუწყებელი დატოვა მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ. პროცედურებისა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესის დარღვევით მრჩეველთა საბჭოს მიერ საშტატო ნუსხაში შეტანილი ცვლილებებისა და მოჩვენებითი სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, 2020 წლის 19 თებერვალს მაია მერკვილაძე ახალი ამბების სამსახურის სარედაქციო მიმართულებით უფროსის მოადგილის პოზიციიდან გადაიყვანეს მისი გამოცდილებისგან არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე რადიო მაუწყებლობის სამსახურში. 2020 წლის 28 თებერვალს ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, თვითნებური და უსაფუძვლო დისციპლინური დევნის შემდეგ, დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა. 2020 წლის 6 მარტს დისციპლინური წარმოების წესისა და პროცედურების აშკარა დარღვევით, მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს თეონა ბაკურიძეს დროებით შეეზღუდა კონტრაქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შესრულება და მოიხსნა ეთერიდან, რამდენიმე საათით ადრე დანიშნული ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან კრიტიკული დისკუსიის გამო. უკვე 13 მარტს კი ამავე ინციდენტის გამო დირექტორმა თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლა. დირექტორი თეონა ბაკურიძის ხელმძღვანელის მითითებების შეუსრულებლობას ედავება, მაშინ როდესაც ახალი ამბების ახალი ხელმძღვანელი რამდენიმე საათის დანიშნული იყო და მას არც ერთი მითითება თეონა ბაკურიძისთვის მიცემული არ ჰქონდა. ცხადია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები, რომელიც სარედაქციო გუნდში მაღალი პოზიციებისა და ახალი მენეჯმენტის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებების მქონე თანამშრომლებს შეეხოთ, შრომითი უფლებების უხეში დარღვევის მიღმა, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის და მასზე კონტროლის მოპოვების აშკარა ნიშნებს ატარებს. მაუწყებელში შექმნილი მძიმე სამუშაო გარემო და მენეჯმენტის მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებების ეს ჯაჭვი, ჟურნალისტებსა და თანამშრომლებში აჩენს დასაბუთებულ შიშებს, რომ დამოუკიდებელი კადრების წმენდის და სარედაქციო პოლიტიკაში ინტერვენციის პრაქტიკა გაგრძელდება და ეს მაუწყებელზე ხელისუფლების კონტროლს საბოლოოდ გააფორმებს. 2019 წლის გაზაფხულიდან მაუწყებელში განვითარებული მოვლენების დინამიკა და კონტექსტი, მათ შორის, ნათია კაპანაძის უსაფუძვლო იმპიჩმენტი, გიორგი კოხრეიძის არჩევის პრობლემური წესი და პროცედურა, მანამდე მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკული განცხადებები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, აჩვენებს, რომ ხელისუფლება მაუწყებელზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს და მისი მიზანია მისი კრიტიკულობის და დამოუკიდებლობის შესუსტება. მაუწყებლის დამოუკიდებლობის დასუსტება გააქრობს იმ ღია, კრიტიკულ საზოგადოებრივ სივრცეს, რომელიც აჭარის მაუწყებელმა ბოლო პერიოდში შექმნა და რომელიც არაპრივილეგირებული, ჩაგრული სოციალური ჯგუფებისთვის მათი საჭიროებების, წუხილებისა და ინტერესების რეპრეზენტაციის რესურსი გახდა. აღსანიშნავია, რომ აჭარის მაუწყებელი ბოლო წლებში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სახელდებოდა როგორც ყველაზე დაბალანსებული მედია საქართველოში. აჭარის ტელევიზია 1987 წელს დაარსდა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინსტიტუციური დაქვემდებარეაში ოპერირებდა. მას დამოუკიდებელი მაუწყებლის სტატუსი მხოლოდ 2013 წელს მიენიჭა. ისტორიულად აჭარის მაუწყებელი ხელისუფლებების დაქვემდებარების და კონტროლის ქვეშ მუშაობდა და მხოლოდ ბოლო წლებში მოახერხდა დამოუკიდებლობის და საზოგადოებრივი ინტერსების დაცვის რეალური მიზნის შესრულება. მაუწყებელმა კრიტიკული და სოციალური ინტერესზე ორიენტირებული მუშაობა განსაკუთრებით რეფორმატორი დირექტორის ნათია კაპანაძის მმართველობის შემდეგ დაიყო. აჭარის მაუწყებლის დამოუკიდებლობა და კრიტიკულობა, როგორც ჩანს ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მრჩეველთა საბჭომ, რომელიც მკვეთრად პოლიზიტირებული წესით ფორმირდება, 2019 წლის გაზაფხულზე სათანადო დასაბუთების გარეშე ნათია კაპალაძის იმპიჩმენტი დაიწყო და შემდგომში დირექტორად ხელისუფლებასთან დაახლოებული კადრი გიორგი კოხრეიძე დანიშნა. მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან 3 წევრი მმართველი პოლიტიკული პარტიის - ქართული ოცნების მიერ არის არჩეული. არსებული საბჭო ვერ პასუხობს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და სათანადო ზედამხედველობას არ უწევს ახალი დირექტორის მიერ მიღებულ საეჭვო და უკანონო გადაწყვეტილებებს. გიორგი კოხრეიძემ მის პირველივე ეთერში ჟურნალისტებს მიუთითა, რომ რესპოდენტებს ისინი „მამასავით და ძმასავით“ უნდა მოპყრობოდნენ და კრიტიკულობა დაუწუნა. აღსანიშნავია, რომ მაუწყებელში ჩართვის დროს მმართველი გუნდის ლიდერები, მათ შორის, მმართველი პარტიის ლიდერემა ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე, მაუწყებლის ჟურნალისტებს ოპოზიციასთან კავშირში ადანაშაულებდნენ და „დაწყნარებისკენ“ მოუწოდებდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლების ეს განცხადებები ცხადია ხელისუფლების მხრიდან პოლარიზებაზე და პოლიტიკური პროცესების რადიკალიზებაზე მიმართული სტრატეგიის ნაწილია, თუმცა, აჭარის მაუწყებელში ბოლო თვეებში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ის მაუწყებლის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ წინასწარ ორგანიზებული პოლიტიკური პროცესის განცდას და ნიშნებს ქმნის. ცხადია, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესი არსებული პოლიტიკური გარემოს ზოგად კონტექსტში უნდა იქნას დანახული, სადაც აშკარაა ხელისუფლების ინტერესი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით დაასუსტოს კრიტიკულ პოზიციებზე მყოფი პოლიტიკური, სამოქალაქო და მედია ჯგუფები და საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს. ბოლო თვეებში ჩვენი საზოგადოება აკვირდება აშკარად მტრულ რიტორიკას და სამართლებრივ დავებს კრიტიკული მედიის მიმართ, როგორიცაა, ტვ პირველი, მთავარი და ტვ ფორმულა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მომდინარეობს. აღსანიშნავია, რომ აჭარის მაუწყებლის 100-მდე თანამშრომელმა მიმდინარე პროცესების საპასუხოდ ალტერნატიული პროფესიული გაერთიანება დააფუძნა და მენეჯმენტთან კოლექტიური შრომითი დავა წამოიწყეს. დავის საფუძველზე უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი სახელმწიფოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი მედიატორის მონაწილეობით, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარეებს შორის გონივრული და სამართლიანი შეთანხმების მიღწევა. მედიაციის პროცესის წარუმატებლად დასრულება კი დავის მონაწილე დასაქმებულებისათვის გაფიცვის უფლების გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს. მათი წინასაგაფიცვნო მოთხოვნები სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებული და სხვა პოზიციებზე გადაყვანილი თანამშრომლების დაბრუნებას, სარედაქციო დამოკიდებლობისთვის ინსტიტუციური გარანტიების შექმნას, შრომითი პირობების დაცვას და მაუწყებლის გრძელავადიანი სტრატეგიული განვითარების საკითხებს მოიცავს. ჟურნალისტების მსგავსი ორგანიზება და საკუთარი უფლებების და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დაცვა ბრძოლის უნიკალური და ისტორიული გამოცდილებაა. მაუწყებელში მიმდინარე პროცესებისა და საერთო პოლიტიკური და მედია კონტექსტის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით: დაინტერესდეთ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პოლიტიკური, სარედაქციო და შრომითი უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებული პროცესებით და საქართველოს მთავრობასთან მიმდინარე ყველა რელევანტურ პოლიტიკურ და საერთაშორისო ფორმატებში დააყენოთ აჭარის მაუწყებლის საკითხი; თქვენი მანდატის ფარგლებში მიიღოთ შესაბამისი ზომები (საჯარო გამოხმაურება, მიმართვა მთავრობასთან და ა.შ.) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების შრომითი უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად და მაუწყებლის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული პროცესების შესაჩერებლად.   ხელმომწერი ორგანიზაციები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დამოუკიდებელი პროფკავშირების ახალი გაერთიანება საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) საქართველოს რეგიონალური მედიების ასოციაცია ტელევიზიების ქსელი მედია კლუბი პუბლიკა OC-media ბათუმელები Chai Khana სათემო რადიო მარნეული პლატფორმა სალამი საზოგადოება ბათომი ქართველ მუსლიმთა კავშირი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) რეგიონალური მაუწყებლების ალიანსი თბილისის ლიბერალური აკადემია საქართველოს მცირე და საშუალეო ტელეკომუნიკაციის ოპერატორების ასოციაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRC) ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) კავშირი საფარი ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) თანასწორობის მოძრაობა ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) მედიის განვითარების ფონდი (MDF) ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) მართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)

7 მარ. 2020

"ფლანგვის დეტექტორის" მხარდაჭერა აჭარის ტელევიზიას

ვაკვირდებით აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს და სამწუხაროდ, მორიგ ჯერზე ვხედავთ, რომ ხელისუფლებას დამოუკიდებელი და თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიის დამორჩილება აქვს განზრახული. უკანასკნელი წლების განმავლობაში, აჭარის ტელევიზია ჭეშმარიტად საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო, რომელიც სტანდარტების დაცვისა და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდა. ფლანგვის დეტექტორის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჟურნალისტთა გუნდს, რომლებიც უკან დახევას არ აპირებენ და საკუთარი უფლებების დაცვას ბოლომდე განაგრძობენ. ჩვენ შევეცდებით, რომ ეს საკითხი ყველა საერთაშორისო პარტნიორის ყურამდე მივიტანოთ და ხელისუფლების უხეში ჩარევის მცდელობას ამ გზით ხელი შევუშალოთ.

17 ოქტ. 2019

 ფლანგვის დეტექტორის გუნდს იურისტი და სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ ჩაჩანიძე შემოუერთდა

 ფლანგვის დეტექტორის გუნდს იურისტი და სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ ჩაჩანიძე შემოუერთდა. 2019 წელს ჭიათურის საკრებულოს შუალედურ არჩენვებში, ნოდარ ჩაჩანიძემ დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღო მონაწილეობა და ხმების 24% მიიღო. იგი არის საზოგადოებრივი მოძრაობა "მომავლის ჭიათურის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ჭიათურაში არსებული პრობლემების აქტუალიზაციასაა და გადაჭრაზე. პროფესიული საქმიანობის მიღმა, ნოდარ ჩაჩანიძე აქტიურად მონაწილეობდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის თამაშებში. ამ კუთხით განსაკუთრებით გამოსარჩევია უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პროექტ "სიცილის ლიგაში" მონაწილეობა საქართველოს ნაკრების კაპიტნის რანგში.

27 სექ. 2019

"ფლანგვის დეტექტორმა" ამერიკული ორგანიზაცია National Endowment For Democracy (NED) სახით, კიდევ ერთი საერთაშორისო პარტნიორი შეიძინა

რამდენიმე დღის წინ საბოლოოდ დასრულდა მოლაპარაკებები, რის შედეგადაც "ფლანგვის დეტექტორმა" ამერიკული ორგანიზაცია National Endowment For Democracy (NED) სახით, კიდევ ერთი საერთაშორისო პარტნიორი შეიძინა. მოხარული ვართ, რომ ასეთი რანგის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საშუალება მოგვეცა. NED-ი მზად აღოჩნდა, რომ მხარი დაეჭირა და კიდევ უფრო მეტად გაეძლიერებინა ჩვენი მედია პროექტი. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ახალი პროექტის შექმნაზე და უახლოეს მომავალში, კიდევ რამდენიმე სასიამოვნო სიახლეს გაგიზიარებთ.