ჩვენი პატარა უბე “ჩვენ დიდუბესაც” ჰყოფნის?

დიდუბის რაიონის გამგეობის ინიციატივით, 2017 წლის 21 სექტემბერს, ღონისძიება "ჩემი დიდუბე" ჩატარდა. 

ღონისძიების ჩატარება 25,982 ლარი დაგვიჯდა.

--------------------

“ჩემი დიდუბე” პირველად 2016 წლის 21 სექტემბერს გაიმართა და 69,204 ლარი დაჯდა. 
დიდუბის რაიონის გამგეობის ინიციატივით ღონისძიება 2017 წლის 21 სექტემბერსაც ჩატარდა. ამჯერად მასში ბიუჯეტიდან 25,982 ლარი გადაიხადეს. 
აღსანიშნავია, რომ დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა, ხელშეკრულება ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით - შპს “ჩილაუთ გრუპთან” გააფორმა. 
2017 წელს, დიდუბის გამგეობამ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში ჯამში 150,000 ლარი დახარჯა. 
"ფლანგვის დეტექტორისთვის" გაცემული პასუხებიდან ცხადი ხდება, რომ გამგეობამ "დღესასწაული" ამ სახით 2016 წელს ისტორიაში პირველად აღინიშნა. 
გასულ წლებში "დიდუბობაზე" გაწეული ხარჯები არ ფიქსირდება. ტრადიციის დაფუძნება საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს ემთხვევა, აღორძინება კი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდს.

თარიღი12 ივნისი, 2019