პიარში დახარჯული მილიონები

არადა ხელისუფლება ამბობს, რომ საქმეს პიარის გარეშე აკეთებს.

---------------

 2013 წლიდან 2017 წლამდე საჯარო უწყებების პრ-ის ხარჯები 93%-ით გაიზარდა.
ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საჯარო უწყებებმა პიარ აქტივობებსა და რეკლამაში 980 480 000 ლარი დახარჯეს. ხელისუფლებამ პრ-ში ყველაზე ბევრი ფული 2016 წელს დახარჯა 43 725 050 ლარი.

2012 წლიდან დღემდე, მთავრობის პრესსამსახურში დასაქმებულთა რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა. 2012 წელს პრესსამსახურის ხელფასებში მთავრობა 286 118 ლარს ხარჯავდა. 2017-ში კი მან 2 724 525 ლარი დახარჯა.მთავრობამ საკუთარი თავის რეკლამირებაში(მთავრობის სარეკლამო ხარჯები) ყველაზე მეტი 2014 წელს დახარჯა - 883 947. მან ღიად ანტიდასავლურ გამოცემებსაც დაუკვეთა რეკლამები (ასავალ-დასავალი, ალია)

წყარო: https://www.transparency.ge/.../xelisuplebis-piar...

თარიღი12 ივნისი, 2019